test_buildup

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები დამატებით სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებს უყრის თავს ახლო აღმოსავლეთისა რეგიონსა და ინდოეთის ოკეანეში.

აშშ-ის ოფიციალური განცხადებების თანახმად, ეს უკავშირდება იემენში, ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ დაწყებულ საჰაერო კამპანიას, თუმცა, ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი თვლის, რომ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად სულაც არ არის საჭირო იმ მასშტაბის სამხედრო ძალების კონცენტრაცია, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავთ.

 

 

დიეგო გარსია

დიეგო გარსიას კუნძული ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს და ჩაგოსის არქიპელაგის ნაწილია. 2024 წლის ოქტომბერში, გაერთიანებულმა სამეფომ არქიპელაგი მავრიკის სასარგებლოდ დათმო, თუმცა, დიეგო გარსია გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის საერთო ბაზად, სულ მცირე, მომდევნო 99 წლის განმავლობაში დარჩება. მიზეზი მარტივია - კუნძული, მისი მდებარეობიდან გამომდინარე, ორივე ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის.

მაგალითისთის, 1991, 2001 და 2003 წლებში, ერაყის ორივე კამპანიისა და ავღანეთის ომის დროს, აშშ-ის საჰაერო ძალების სტრატეგიული ავიაცია, სწორედ, ამ კუნძულიდან მოქმედებდა.

იემენში მოქმედი, ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო კამპანიის ფარგლებში, და ირანთან დაძბულოფის ფონზე, აშშ-მა კუნძულზე საჰაერო ძალების 6 ერთეული B-2A Spirit-ის ტიპის სტელსის სტრატეგიული ბომბდამშენები გადაისროლა. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საჰაერო ძალებმა კუნძულზე B-2A სტრატეგიული ბომბდამშენები 2024 წლის ოქტომბერშიც გადაისროლა, რომლებიც იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო კამპანიაში ჩაერთნენ. შესაბამისად, მათი რაოდენობა შესაძლოა 6-ზე მეტი იყოს. სულ, აშშ-ის საჰაერო ძალების განკარგულებაში 20 ერთეული B-2A თვითმფრინავია.

რისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული?

B-2A ტიპის თვითმფრინავებს ბირთვული იარაღის გამოყენებაც შეუძლიათ, თუმცა, გარდა ამისა, მათ კონვენციური ტიპის იარაღიც გადააქვთ. საფრენ აპარატს ჯამში 18 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალის ტარება შეუძლია.

იემენში მიმდინარე ოპერაციისა და ირანთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, აქტუალობას იძენს GBU-57 MOP (Massive Ordnance Penetrator)-ის 14 ტონიანი ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბი, რომელსაც 18 მეტრის სიგანის ბეტონით გამაგრებული შენობაში შეუძლია შეღწევა. შესაბამისად, აღნიშნული ბომბი, შესაძლებელია, გამოყენებული იქნას ირანის მიწისქვეშა ბირთვული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. 

მიწისზედა სამიზნეებისთვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას AGM-158 JASSM-ER-ის ტიპის 900+ კმ-ზე მფრენი ფრთოსანი რაკეტები. გარდა ამისა, B-2A-ს შეუძლია სხვადასხვა ტიპის საავიაციო ბომბების გამოყენებაც.

დიეგო გარსიაზე აშშ-ის საჰაერო ძალებმა გადაისროლა 9 ერთეული  KC-135 Stratotanker-ის ტიპის საჰაერო ტანკერი, რომლებიც ჰაერში სამხედრო თვითმფრინავების საწვავით უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი, რადგანაც, კუნძულიდან იემენი 3,659 კმ-ში, ხოლო ირანი 4,842 კილომეტრში მდებარეობს.

სამხედრო-საზღვაო ძალების კონცენტრაცია

ამერიკის შეერთებული შტატები იემენში, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ოპერაციებს აწარმოებს. ოპერაციაში მონაწილეობას იღებს USS Harry S. Truman-ის საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფება. 

 

ცოტა ხნის წინ, პენტაგონის უფროსმა, პიტ ჰეგსეტმა გასცა ბრძანება დამატებით 1 საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფების გადმოსროლაზე - USS Carl Vinson-ის საავიამზიდო დამრტყმელ დაჯგუფება, რომელიც აღმოსავლეთ აზიაში გამართულ წვრთნებში იღებდა მონაწილეობას, გეზი ახლო აღმოსავლეთისკენ აიღო.

რა არის საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფება და რა შეუძლია მათ?

ერთ საავიამზიდო დაჯგუფებაში, როგორც წესი, სტანდარტულად, შედის - 1 ავიამზიდი (75 თვითმფრინავით, აქედან 44 საბრძოლო დანიშნულების; 7500 მეზღვაური და საზღვაო ქვეითი მებრძოლი), 1 ან 2 კრეისერი, 4-6 საესკადრო ნაღმოსანი, 1 წყალქვეშა ნავი, 1 მომარაგების ხომალდი, 

ახლო აღმოსავლეთში განთავსებული 2 საავიამზიდო დამრტყმელ დაჯგუფებაში შემავალი კრეისერების, საესკადრო ნაღმოსნებისა და საგემბანო ავიაციისა ზუსტი რაოდენობა არ ვიცით, თუმცა, ღია წყაროებითა და ოფიციალური განცხადებებით მათ დაახლოებითი რაოდენობაზე საუბარი შესაძლებელია. 

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა

სავარაუდოდ, ისრაელის სანაპიროსთან ახლოს განთავსებულია Arleigh Burke-ის კლასის USS Oscar Austin-ის საესკადრო ნაღმოსანი, რომელიც აღჭურვილია AEGIS-ის ტიპის შორი მოქმედების რაკეტსაწინააღმდეგო სისტმეთ, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ისრაელისა და იორდანიის საჰაერო სივრცეების დაცვაში შეეძლება წვლილის შეტანა. გარდა ამისა, გემი აღჭურვილია Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მოწინააღმდეგის სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ.

წითელი ზღვა

USS Harry S. Truman-ის საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფება, რომელიც ჩართულია იემენში, ირანის მხარდაჭერილ ჰუსიტების წინააღმდეგ ბრძოლაში. 

Harry Truman-ის ავიამზიდზე განლაგებულია F/A-18E Super Hornet-ის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ისევე როგორც საჰაერო, ასევე, სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ. 

საავიამზიდო დაჯგუფებაში შედის Ticonderoga-ს კლასის USS Gettysburg-ის კრეისერი, რომელიც აღჭურვილია AEGIS-ის ტიპის შორი მოქმედების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით, ულტრა-თანამედროვე Standard missile-ების ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებით და Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. ხომალდის უმთავრეს ამოცანას საავიამზიდო დაჯგუფების საზღვაო და საჰაერო დაცვა წარმოადგენს, თუმცა, ის შეტევით ოპერაციებში იღებს მონაწილეობას.

3 ერთეული  Arleigh Burke-ის კლასის საესკადრო ნაღმოსნები: USS The Sullivans, USS Jason Dunham და USS Stout, რომლებიც ასევე აღჭურვილნი არიან Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით, AEGIS-ის სისტემითა და ულტრა თანამედროვე Standard missile-ების ჰაერსაწინააღმდეგო თავცავის რაკეტებით. 

USS Carl vinson-ის საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფება, რომელიც ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება და, სავარაუდოდ, ადგილს იემენისა და ომანის მიმდებარეს დაიკავებს.

Carl Vinson-ის ავიამზიდზე განლაგებულია F/A-18E Super Hornet-ისა და F-35C -ის ტიპის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლები.

საავიამზიდო დაჯგუფებაში შედის ერთი Ticonderoga-ს კლასის USS Princeton-ის კრეისერი, AEGIS-ის სისტემით, Standard missile-ების ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებითა და Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით.

Arleigh Burke-ის კლასის ორი საესკადრო ნაღმოსანი - USS Sterett და US William P. Lawrence - AEGIS-ის სისტემით, Standard missile-ების ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებითა და Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით.

აშშ-ის სამხედრო ბაზები რეგიონში

ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებულ შტატებს არაერთი მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზა და, ამასთანავე, დროებითი სამეხედრო ინფრასტრუქტურები გააჩნია. 

2 აპრილის მონაცემებით, მხოლოდ მარტის თვეში, სულ მცირე 140 ერთეული აშშ-ის საჰაერო ძალების C-17A Globemaster III და C-5M Super Galaxy-ის მძიმე სატვირთო-სატრანსპორტო თვითმფრინავები ჩაფრინდნენ იორდანიაში, ქუვეითში, საუდის არაბეთში, ბაჰრეინში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, 

ამას გარდა, აშშ-ის საჰაერო სარდლობამ ევროპიდან ათეულობით საბრძოლო თვითმფრინავი გადმოისროლა - იორდანიაში A-10 Thunderbolt-ის ტიპის მოიერიშე საბრძოლო თვითმფრინავები, ხოლო საუდის არაბეთში F-35S-ის ტიპის მულტიფუნქციური გამანადგურებლები საუდის.

სამხრეთ კორეიდან და ოკლაჰომას შტატიდან 20 სატვირთო თვითმფრინავი ჩაფრინდა ისრაელში, რომლებმაც THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსი და Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს THAAD-ის მეორე ბატარეა იქნება ისრაელში, რადგანაც, პირველი აშშ-მა ოქტომბერში, ირანია და იემენიდან მომავალი საჰაერო საფრთხეების ფონზე ჩაიტანა.

ამასთანავე, სატრანსპორტო თვითმფრინავების აქტივობა დაფიქსირდა ჯიბუტსა და საუდის არაბეთში, წითელი ზღვის აეროპორტში (სწორედ, ამ აეროპორტთან არის განთავსებული harry Truman-ის საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფება). 

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ძალების არსებულ და დამატებით გადასროლილ ძალებს ერთდროულად შეუძლიათ აწარმოონ შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობების სამხედრო ოპერაცია.

მსგავსი სიახლეები