ტრამპი და დესანტისი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას გმობენ
ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან.
ამ ინფორმაციას The Hill ავრცელებს.
ტრამპის თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნით ქვეყანა მესამე მსოფლიო ომამდე არ უნდა მიიყვანოს.
ამავდროულად, დესანტისმა კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა კასეტური ბომბების უკრაინისთვის მიწოდებას, თქვა, რომ ის "ამას არ გააკეთებდა."
"ვფიქრობ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ესკალაცია. ძირითადად, ის, რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდი, არნაირი იარაღი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავდასხმები რუსეთის შიგნით ან კონფლიქტის ესკალაცია. არ შეიძლება ჩვენ ამაში უშუალოდ ვიყოთ ჩართული," - თქვა მან.
"არ მინდა გავაკეთო ისეთი რამ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ კონფლიქტის ესკალაცია. მე მჯერა, რომ ახლა არის ცარიელი ჩეკი. გამარჯვების მკაფიო მიზანი არ არსებობს და ეს ყველაფერი გრძელდება და გრძელდება," - აღნიშნა ფლორიდის გუბერნატორმა.
დესანტისმა ასევე განმარტა, რომ საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ომი შეიძლება გამწვავდეს ან "მიაღწიოს იქამდე, რომ წლების განმავლობაში გაგრძელდეს." გარდა ამისა, პოლიტიკოსმა გამოთქვა შეშფოთება, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ შესაძლოა "შეამციროს აშშ-ის მარაგები და შეუძლებელი გახადოს მთელს მსოფლიოში საჭიროებებზე რეაგირება."
8 ივლისს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ ჭურვებს გადასცემს. აღნიშნული ჭურვები უკრაინას საბრძოლო მასალის დეფიციტის შევსებაში დაეხმარება.