ტრამპი: ისრაელი საერთაშორისო მხარდაჭერას კარგავს და ღაზაში ომი უნდა დაასრულოს
ღაზაში მიმდინარე ომის გამო იერუსალიმსა და ვაშინგტონს შორის მზარდი დაძაბულობის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში ისრაელის მხარდაჭერა ბოლო 15 წლის განმავლობაში იკლებს.
"ისრაელმა უნდა გააუმჯობესოს სარეკლამო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობა, რადგან ახლა ისინი განადგურებული არიან. ისინი ძალიან მძიმედ არიან," - აღნიშნა მან გაზეთ Israel Hayom-თან ინტერვიუში.
ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში ის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ადანაშაულებს, რომელიც, მისი თქმით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ იმიტომ ჩაიდინა, "რომ მათ არ აქვთ მის მიმართ პატივისცემა."
ტრამპის თქმით, მას ისეთივე რეაქცია ექნებოდა ტერაქტზე, როგორიც ისრაელს ჰქონდა.
"მე ვიტყოდი, რომ ისევე მოვიქცეოდი, როგორც თქვენ. გიჟი უნდა იყო ასე რომ არ მოიქცე, ამას მხოლოდ სულელი არ გააკეთებს. ეს იყო საშინელი თავდასხმა." - აღნიშნა მან.
ექს-პრეზიდენტმა განაცხადა: "ის, რაც 7 ოქტომბერს ვნახე, იყო ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო რამ, რაც კი ოდესმე მინახავს." მაგრამ დასძინა, რომ ისრაელმა უნდა დაასრულოს ომი. "თქვენ უნდა დაასრულოთ ომი. დასასრულებლად, თქვენ უნდა მიიყვანოთ საქმე ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, ამას გააკეთებთ. და ჩვენ უნდა მივაღწიოთ მშვიდობას, არ შეიძლება ეს გაგრძელდეს."
ტრამპმა აღნიშნა: "ისრაელი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან თქვენ კარგავთ მხარდაჭერას, თქვენ უნდა დაასრულოთ საქმე. და თქვენ უნდა მიაღწიოთ მშვიდობას, დაიწყოთ ნორმალური ცხოვრება ისრაელისთვის და ყველა დანარჩენისთვის."
ტრამპმა ასევე ისაუბრა შეერთებულ შტატებში ანტისემიტიზმის ზრდაზე.
კითხვაზე, თუ როგორ დაუპირისპირდება ანტისემნიტიზმის ზრდა, მან უპასუხა: "ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ იბრძოლეთ. და ვფიქრობ, ისრაელმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. მინდოდა დამერეკა [ისრაელთან] და მეთქვა, არ გააკეთოთ ეს. ეს ფოტოები და კადრები. ვგულისხმობ ღაზაში შენობების დაბომბვის კადრებს. მე ვთქვი: ეს საშინელი პორტრეტია."