ტრამპი პუტინის მიერ დონბასის აღიარებაზე: ეს გენიალურია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა. 

ერთ-ერთი პოდკასტში სტუმრობისას ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ის ჯო ბაიდენის მოქმედებებს უკრაინის ირგვლივ განვითარებულ კრიზისთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში არაფერი ესაქმება. 

"მე შევედი გუშინ სახლში, ჩავრთე ტელევიზორი და ჩემს თავს ვუთხარი - ეს გენიალურია! პუტინმა უკრაინის დიდი ნაწილი დამოუკიდებლად გამოაცხადა, ეს შესანიშნავია", - თქვა ტრამპმა. 

ამავდროულად, ტრამპის განმარტებით, ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტი თვითონ რომ ყოფილიყო, პუტინი ასეთ ესკალაციაზე წასვლას ვერ გაბედავდა.

ტრამპმა ისაუბრა მისი და პუტინის პირად ურთიერთობებზეც. მისი თქმით, ის და რუსეთის პრეზიდენტი "ერთმანეთს მშვენივრად უგებდნენ".

"იცით, ის კერკეტი კაკალია, მას აქვს ქარიზმა და სიამაყე, მას უყვარს თავის ქვეყანა", - ამბობს ტრამპი.

ექსპრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, პუტინს ყოველთვის უნდოდა უკრაინა:

"მე მას ვეუბნებოდი, შენ არაფერი გამოგივა, მაგრამ ვხედავდი, რომ მას ეს ძალიან უნდოდა."

 

მსგავსი სიახლეები