ტრამპის თქმით, უკრაინისთვის სადაზვერვო ცნობების მიწოდება თითქმის აღდგენილია

ამერიკის პრეზიდენტს თქმით, უკრაინისთვის სადაზვერვო ცნობების მიწოდება თითქმის აღდგენილია.
ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
საპრეზიდენტო ბორტზე ჟურნალისტის კითხვაზე თუ როდის იყო მოსალოდნელი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის აღდგენა ტრამპმა უპასუხა - "ჩვენ ეს თითქმის გავეკეთეთ."
გარდა ამისა, ამერიკელმა პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციებს შორის მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრა პროდუქტიული იქნება.
"ვფიქრობ ამ კვირაში ჩვენ დიდი პროგრესი გვექნება"- განაცხადა ტრამპმა.
კონტექსტი
ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო და სადაზვერვო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება 28 თებერვალს თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ მიიღო.
ამერიკელი პრეზიდენტის წნეხის ფონზე უკრაინის ხელმძღვანელობამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა.
9 მარტს Fox News ტრამპის გარემოცვაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პაუზის მიუხედავად უკრაინა კვლავ იღებდა სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც თავდაცვითი ოპერაციებისთვის იყო საჭირო.