ტრამპმა დაადასტურა, რომ ზელენსკის შეხვდება
რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ამის შესახებ ამერიკის ხმის ჟურნალისტი ოსტაპ იარიში ფეისბუქზე წერს.
ამერიკის ხმის ცნობით, ტრამპი ზელენსკის ნიუ-იორკში პარასკევს დილით, დაახლოებით 9:45-ზე (თბილისის დროით 17:45) Trump Tower-ში შეხვდება.
თავად ტრამპმა სოციალურ ქსელ TruthSocial-ში დაწერა, რომ პარასკევს დილით ზელენსკის შეხვდება.
ტრამპმა, ნიუ-იორკში, Trump Tower-ში გამართულ პრესკონფერენციაზე, გამოთქვა რწმენა, რომ მას შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას ვლადიმერ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან.
"მე ვიტყვი ამას: მჯერა, რომ შევძლებ საკმაოდ სწრაფად მივაღწიო შეთანხმებას პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის. არ მინდა საუბარი, როგორ მოხდება ეს," - თქვა ტრამპმა.
მან აღნიშნა, რომ მისი სტრატეგია "არა კაპიტულაცია," არამედ "სიცოცხლის გადარჩენაა".
გარდა ამისა, ტრამპმა არ დაეთანხმა ზელენსკისთან, რომ ასეთი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. "ის მე არ მიცნობს, მე არ ვეთანხმები," - თქვა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა.
გუშინ რესპუბლიკელების კანდიდატმა ვოლოდიმირ ზელენსკი მის წინააღმდეგ "ბინძურ თავდასხმებში" დაადანაშაულა. მან ჯო ბაიდენი და მისი ოპონენტი კამალა ჰარისი ზელენსკისთვის მილიარდობით დოლარის მიცემაში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ ის "უარს ამბობს შეთანხმებაზე."
დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ზელენსკის სურს 2024 წლის არჩევნებში დემოკრატებმა გაიმარჯვონ.