ტრამპმა ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ დარწმუნებულია რუსეთის გამარჯვებაში - Bloomberg

ვლადიმირ პუტინთან გამართული რიგით მესამე სატელეფონო საუბრის შემდეგ, გამართულ მრავალმხრივ ონლაინ კონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ დარწმუნებულია რუსეთის არმიის გამარჯვებაში.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გასულ დღეებში არაერთი დასავლური გამოცემა წერდა, რომ ევროპელი ლიდერები გაოცებულები დარჩნენ ტრამპის პოზიციით პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
- "ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის საკმარისი რესურსია აქვს რათა ბოლომდე მიიყვანოს 2022 წელს დაწყებული ომი"- ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო.
- New York Times-ის ცნობით, ამავე საუბარში ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ორმხრივი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს - ამერიკის პრეზიდენტმა ასევე უარი თქვა ახალი სანქციების დაწესების შესახებ გავრცელებული მუქარების აღსრულებაზე.
Big Picture: ონლაინ კონფერენცია, რომელშიც ზელენსკის გარდა იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთისა ლიდერები მონაწილეობდნენ - ტრამპის ინიციატივით ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დასრულებისთანავე შედგა.
- ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, ტრამპის პოზიცია ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ვაშინგტონი ახლოს იყო მედიაციის პროცესიდან სრულად გასვლასთან.
- წყაროების ცნობით, სხვა ევროპელმა ლიდერებმა ამერიკელ პრეზიდენტს შეახსენეს, რომ 30-დღიანი ზავი სწორედ მისი ინიციატივა იყო, რომელიც პუტინმა არაერთხელ უარყო.
Context: ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ჰკითხეს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ "სანქციებს არ მიიჩნევს "მიზანშეწონილად" და რომ მისი აზრით, პუტინს სურს შეთანხმება."
Go Deeper: Axios: ტრამპმა ახალი სანქციების დაწესება პუტინთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა