ტრამპმა ოქტომბერში ჰარისთან დებატზე უარი თქვა

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ოქტომბრის ბოლოს კამალა ჰარისთან დებატებზე უარი თქვა.

ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth-ში დაწერა.

ტრამპმა უარის მიზეზად ის დაასახელა, რომ მან უკვე "მოიგო" წინა ორი დებატები - ჯო ბაიდენისა და ჰარისის წინააღმდეგ, ხოლო მისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ვენსმა "მარტივად გაიმარჯვა" ტიმ უოლცთან.

ის ასევე აცხადებს, რომ ლიდერობს "წამყვანი კვლევებით."

"პირველი რასაც მოკრივე აკეთებს ბრძოლაში დამარცხების შემდეგ არის შურისძიების მოთხოვნა. ახლა უკვე გვიანია, ხმის მიცემის პროცესი უკვე დაწყებულია - შურისძიება არ იქნება! გარდა ამისა, კამალამ (ჰარისი - რედ.) გუშინ გარკვევით განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისგან განსხვავებული არაფერი გაუკეთებია, ამიტომ საკამათო არაფერია," - წერს ტრამპი.

Reuters-ის ცნობით, ტრამპის პოსტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც Fox News-მა კანდიდატებს დებატების ახალი რაუნდის ჩატარება შესთავაზა.

Fox აცხადებდა, რომ მეორე დებატები "თითოეულ კანდიდატს მისცემდა შესაძლებლობას, თავისი დასკვნითი არგუმენტები წარმოედგინათ."

მანდამდე კანდიდატებს დებატები CNN-მა შესთავაზა და ჰარისი ტელევიზიას დათანხმდა. ტრამპმა მანამდეც უარყო მორიგი საპრეზიდენტო დებატების პერსპექტივა და განაცხადა, რომ "ძალიან გვიანია."

10 სექტემბრის პირველი დებატების შემდეგ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, დებატებში ჰარისმა გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები