ტრამპმა პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში ესკალაციისგან თავის შეკავება ურჩია
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს ტელეფონით უკრაინაში მიმდინარე ომზე ესაუბრა.
ამის შესახებ გამოცემა The Washington Post იუწყება.
გამოცემის თანახმად, სატელეფონო საუბარი 7 ნოემბერს შედგა, როცა აშშ-ის არჩევნებში ტრამპის გამარჯვება ნათელი გახდა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ტრამპმა მოუწოდა პუტინს, მიიღოს ზომები შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და ასევე შეახსენა, რომ აშშ-ის ჰყავს სამხედრო კონტინგენტი ევროპაში.
მათ ასევე განიხილეს ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დამყარების საკითხი და ტრამპმა გამოთქვა ინტერესი განეხილათ "უკრაინის ომის სწრაფი გადაწყვეტა".
გამოცემას ორი წყარო უყვება, რომ ტრამპმა მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერდა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი შეინარჩუნებდა უკრაინისთვის წართმეული ტერიტორიების გარკვეულ ნაწილს.
ამასთანავე, წყარომ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებული იყო.