"პრევენციული დარტყმა"- ისრაელმა ირანზე საჰაერო დარტყმები მიიტანა

ისრაელის არმიამ ირანზე მრავლობითი საჰაერო დარტყმები მიიტანა - სამიზნე ქვეყნის ბირთვული და სარაკეტო ობიექტებია - თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ისრაელის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - თეირანში საჰერო დარტყმებისა და აფეთქებების კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელებში.
- "ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განროციელებული პრევენციული საჰაერო დარტყმის შემდეგ უახლოეს მომავალში მოსალონდელია ირანის მიერ დრონებისა და სარაკეტო შეტევა ისრაელის სამხედრო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე"- ნათქვამია ისრაელ კაცის განცხადებაში.
- IDF-ს პრესსპიკერის ცნობით, ქვეყანაში იკრძალება ყველა "არაკრიტიკული" აქტივობა, მათ შორის საგანმანთლებლო, სამეწარმეო და ყველანაირი შეკრებები.
- დაიხურა ისრაელის საჰაერო სივრცეც.
Big Picture: საჰაერო დარტყმების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა არ მიიღებდა მონაწილეობას ოპერაციაში თუ ასეთი დაიწყებოდა და საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა.
- ამერიკელი პრეზიდენტი გამოთქვამდა იმედს, რომ ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
- დასავლური მედიების ცნობით, გასული საათებში ამერიკელმა დიპლომატებმა რეგიონულ პარტნიორებს აცნობეს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმები გარდაუვალი იყო და რომ ამერიკა ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
- იმავე Axios-ის ცნობით, თეთრმა სახლმა ბიბი ნეთანიაჰუს აპარატს აცნობა, რომ ამერიკა ასევე არ მიიღებდა მონაწილეობას ირანის ბირთვული ობიექტებზე დარტყმებში.
- მიუხედავად ამისა, გამოცემის წყაროები იუწყებიან ირანისგან საპასუხო დარტყმის შემთხვევაში შეერთებული შტატები კვლავ დაეხმარება ისრაელს დარტყმების მოგერიებაში.
- საჰაერო დარტყმების შესახებ ცნობების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, შეერთებული შტატების ელჩმა ისრაელში, მაიკ ჰაკაბიმ გამოაქვეყნა იერუსალიმში, საელჩოს შენობაში გადაღებული ფოტო და წერდა, რომ ის მთელი ღამის განმავლობაში საელჩოში დარჩებოდა.
Break It Down: ამასთანავე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების მასშტაბი და განზრახვა ოფიციალურად და სრულად კვლავ გაურკვეველია. ისრაელის არმიაში Axios-ის წყარო ამბობს, რომ სამიზნე სამხედრო შტაბები, ბირთვული და სარაკეტო ობიექტებია.
- წყაროს ცნობით, ირანის ბირთვული ობიექტების განადგურებას რამდენიმე დღე დასჭირდება და მოსალოდნელია, რომ ირანი სარაკეტო და დრონების შეტევით უპასუხებს.
- ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად ბოლო თვეებში აქტიურად ემზადებოდა, თუმცა ნეთანიაჰუს მთავრობაში ამბობდნენ, რომ დაელოდებოდნენ შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაპაკებების შედეგებს.
Behind The Scenes: ისრაელის არმიაში გამოცემის წყაროების ცნობით, გასულ კვირებში დაზვერვამ აღმოაჩინა ირანის ბირთვული პროგრამის დაჩქარების ნიშნები, ამასთანავე მკვეთრად შეიზღუდა სააგენტოს ინფორმირებულობის დონე პროგრამის განვითრების შესახებ.
- "გაიხსნა სტრატეგიული შესაძლობლობების ფანჯარა, ჩვენ ახლოს ვართ არდაბრუნების წერტილთან და ჩვენ არ გვქონდა არჩევანი, მოქმედების გარდა"- ამბობს IDF-ს მაღალჩინოსანი.
- ისრაელის საჰაერო დარტყმებს წინ უძღოდა საკმაოდ ინტენსიური დიპლომატიური პროცესი, რომლის მიზანიც ახალი ბირთვული შეთანხმების მიღწევა იყო.
- შეერთებული შტატებისა და ირანის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი 15 ივნისს ომანში უნდა გამართულიყო - უცნობია რჩება თუ არა ძალაში შეთანხმება ახალი გარემოებების გათვალისწინებით.
Сontext: ირანი უარყოფს, რომ ბირთვული პროგრამა ატომური იარაღისთვის ჭირდება და ირწმუნება, რომ მიზანი სამოქალაქო პროგრამის განვითარებაა. ამასთანავე გასულ კვირებში ირანის ოფიციალური პირები ისრაელის დარტყმების შემთხვევაში რეგიონში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეტევებით იმუქრებოდნენ.
- პარალელურად გრძელდება რეგიონის ქვეყნებიდან ამერიკის საელჩოებისა და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების ევაკუაცია.
- ესკალაციის მოლოდინში პენტაგონმა რეგიონში განთვასებულ ობიექტებზე საჰაერო თავდაცვა გააძლიერა - იმ შემთხვევაში კი ისრაელი არ მიიტანს შეტევას ირანის ბირთვულ ობიექტებზე მოსალოდნელია, რომ ამერიკული ობიექტები თეირანის სამიზნეში მაინც მოხვდება.
Go Deeper: "ისრაელის დარტყმებით დაიწყო ახალი სამხედრო კონფლიქტი, რომელმაც შესაძლოა ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნას როგორც ირანს, ასევე ისრაელს"- ბარაკ რავიდი.