წითელი ჯვრის პრეზიდენტი ლავროვს შეხვდა, რის გამოც მწვავედ გააკრიტიკეს
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში წითელი ჯვრის კომიტეტის პრეზიდენტი პიტერ მურერი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც სანქციების ქვეშ მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პირისპირ შეხვდა, რამაც სოციალურ ქსელებში მასიური უკმაყოფილება გამოიწვია.
უკრაინის მხარდამჭერებისა და პოლიტიკური კომენტატორების ნაწილმა, სერგეი ლავროვთან შეხვედრისა და მომღიმარე პოზაში გადაღებული ფოტოსთვის, წითელი ჯვრის ხელმძღვანელი მკაცრად გააკრიტიკეს.
არაერთმა ადამიანმა ისიც აღნიშნა, რომ წითელ ჯვარს ამ დრომდე არ დაუგმია რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში, რაც მათთვის კითხვის ნიშნებს ბადებს.
კრიტიკოსების პასუხად, პიტერ მურერმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აღნიშნული შეხვედრა ჰუმანიტარული საჭიროებებიდან გამომდინარეობდა, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებით არის განსაზღვრული