წყალდიდობას მალაიზიაში მინიმუმ 50 ადამიანი ემსხვერპლა
მალაიზიაში ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას ებრძვიან.
სტიქიური უბედურებების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაიღუპა მინიმუმ 50 ადამიანი და 2 - უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
საკუთარი სახლებიდან ევაკუირებული 125 000 ადამიანიდან უმრავლესობა შინ უკვე დაბრუნდა.
წვიმების შედეგად წყლის დონემ მდინარეებში მინიმუმ 5 შტატში მიაღწია საშიშ ზღვარს.
მალაიზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წლის ბოლოს მსგავსი ამინდები ხშირია. ამ შტატებში 17 დეკემბრიდან შეუჩერებლად წვიმდა.