უკრაინა: ჩვენმა ავიაციამ და არტილერიამ რუსების 20 ობიექტი დაბომბა

უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში 20 რუსული სამხედრო ობიექტი დაბომბეს. ამ ინფორმაციას 6 დეკემბერს, ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ დღის განმავლობაში 14 დარტყმა მიაყენა პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ზონებს, ასევე დაბომბა მოწინააღმდეგის ორი საზენიტო-სარაკეტო სისტემა", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების და საარტილერიო ქვედანაყოფებმა სამეთაურო პუნქტი, სამხედრო პერსონალის კონცენტრაციის ორი უბანი და მტრის საბრძოლო მასალის საცავი დაბომბეს.

"მტერს დანაკარგები აქვს. 4 დეკემბერს, ზაპოროჟიეს რაიონში, დაბომბვის შედეგად განადგურდა 20-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა, დაშავდა 70-მდე დამპყრობელი", - აღნიშნავს უკრაინული მხარე.

მსგავსი სიახლეები