უკრაინა: ხერსონის რესტორანში რუსი ოკუპანტების ჯგუფი დახვრიტეს
ხერსონის რესტორანში რუსი დამპყრობლების ჯგუფი დახვრიტეს. ამის შესახებ ფეისბუქზე 20 ივნისს "სამხრეთის" ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა.
"ცოტა ხნის წინ, ოკუპირებულ ხერსონში, რაშისტული ჯარების ოპერატიული ნაწილის თანამშრომლებმა მწვადი შეუკვეთეს ქალაქის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ კვების ობიექტში. ამ მომხმარებლების ქცევის, მათი ძარცვის წარსულის და უღირსი წარმომავლობის გათვალისწინებით, სპეციალური სამსახურის ჯგუფი მივიდა და მოემსახურა ასეთ სპეციალურ სტუმრებს, გახსნა ანგარიში ავტომატებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ოპერატიული სარდლობის ცნობით, ორი რუსი დამპყრობელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.
"ორი ჩეკი თითო 200-ად, ერთი 300-ად... დაწესებულების არაპატივცემულმა სტუმრებმა სადილიდან ნათელი შთაბეჭდილებები მიიღეს. მათ ეპიკურად ჩადებენ შავ ნაგვის ტომრებში", - აცხადებს უკრაინის არმია.