უკრაინა: ორბანი რუსულ პროპაგანდას იმეორებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადება, რომ "სანქციებმა არ შეარყია მოსკოვი" რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მაგალითია. ამის შესახებ 23 ივლისს ფეისბუქზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

"ორბანმა განაახლა რიტორიკა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების არაეფექტურობის შესახებ. "სანქციებმა არ შეარყია რუსეთი" - რუსული პროპაგანდის კლასიკური მაგალითი. სანქციები ეფექტურია, მათ მნიშვნელოვნად შეამცირეს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის რუსული სამხედრო მანქანის შესაძლებლობა." - წერს უკრაინელი დიპლომატი.

მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უკრაინელების სიცოცხლეს იხსნის, რადგან "თუ სანქციები და იარაღი არაეფექტურია, კრემლი არ გამოიყენებდა გიჟურ რესურსებს მათ დისკრედიტაციისთვის, ისინი არ შეეცდებოდნენ მათ შეჩერებას".

„მნიშვნელოვანია ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: ევროპა ეკონომიკურ კრიზისშია არა სანქციების გამო, არამედ რუსეთის ჰიბრიდული ომის გამო. რუსეთის ფედერაცია უკრაინას უტევს ფრთოსანი რაკეტებით, ევროპას კი გაზის გადაჭარბებული ფასებით. ეს ყველაფერი ერთი რუსული გეგმის ელემენტებია, რომლის მიზანიც ევროპის ქვეყნებში მშვიდობისა და კეთილდღეობის აფეთქება", - განმარტა ნიკოლენკომ.

მისი თქმით, "უკრაინაში რუსეთის დანაშაულებებზე თვალის დახუჭვით ევროპაში მშვიდობა ვერ აღდგება".

მსგავსი სიახლეები