უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიჰალის უწყებით, ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (სსფ) დამატებით 1.3 მილიარდი აშშ დოლარის გადაუდებელი დახმარება მიიღო.
"თანხა მოხმარდება შემდეგი საჭიროებების დაფინანსებას: თავდაცვით შესაძლებლობების გაძლიერებას, პენსიების გადახდას, სოციალურ პროგრამებსა და ეკონომიკის ხელშეწყობას", - აცხადებს დენის შმიჰალი.
მისი თქმით, სსფ-მ ომის დაწყების შემდეგ უკრაინას ჯამში 2.7 მილიარდი აშშ დოლარი მიაწოდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, დამატებითი სახსრები უკრაინას დაეხმარება, "დაძლიოს საგადასახადო ბალანსის გადაუდებელი საჭიროებები, რაც გამოწვეულია, მათ შორის, მარცვლეულის ექსპორტის შეფერხების გამო".
"This disbursement under the RFI (equivalent to 50 percent of Ukraine’s quota in the IMF) will help meet urgent balance of payment needs, including due to a large cereal export shortfall, while playing a catalytic role for further financial support from Ukraine’s creditors and donors," the IMF added.