უკრაინელების კონტრშეტევა: ოკუპირებული ნოვა კახოვკა წყლის და დენის გარეშე დარჩა
უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქი ნოვა კახოვკა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ, რუსების მიერ არის ოკუპირებული, უკრაინული არმიის სამიზნე გახდა, რის შემდეგაც, ქალაქს წყლისა და დენის მიწოდება შეუწყდა.
რუსი ოკუპანტების მიერ დანიშნული ადგილობრივი ლიდერის, ვლადიმერ ლეონტიევის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ქალაქი იბომბება და აფეთქებების ხმა ისმის.
"შედეგები სავარაუდოდ ძალიან მძიმე იქნება" - აღნიშნა ლეონტიევმა.
მისი თქმით, ქალაქის დატოვება ახლა შეუძებელია.
საოკუპაციო ძალის ლიდერის განცხადებას, რუსული სახელმწიფო მედია RIA ავრცელებს.