უკრაინელებმა ნიკოლაევში რუსული Su-25 ჩამოაგდეს
24 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების 79-ე ცალკეული ბრიგადის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურემ რუსული მოიერიშე Su-25 ჩამოაგდო. ამის შესახებ სარდლობის პრესსამსახური ფეისბუქზე იტყობინება.
"ნიკოლაეველმა მედესანტემ რუსული მოიერიშე თვითმფრინავი Su-25 ჩამოაგდო. ოკუპანტების თვითმფრინავი სამუდამოდ "Igla-მ" დაუშვა მიწაზე", - აღნიშნავენ განცხადებაში.
ზუსტად სად მოხდა ეს, ტრადიციულად, არ კონკრეტდება.
სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც თვითმფრინავი ჩამოაგდო, ჯარს სამობილიზაციო მოხალისედ შეუერთდა, აცხადებს სარდლობა.
რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 216 თვითმფრინავი ჩამოაგდეს.