უკრაინელებმა რუსული თავდასხმები დონბასში 11 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს
ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით რუსი დამპყრობლები კონცენტრირდნენ შეტევაზე, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევის მოგერიებას. ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის შეჯამებაში, 25 ნოემბერს ვკითხულობთ.
"გუშინ უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკასა და დიბროვას დასახლებებში და ბელოგორივკას, იაკოვლევკას, ბახმუტსკოიეს, ბახმუტის, ოპიტნოიეს, პერვომაისკოეს, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიკში", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრანული მხარის თქმით, მათი ავიაცია აგრძელებს დამპყრობლების განადგურებას. ბოლო 24 საათის 12 ავიადარტყმა განხორციელდა იმ ადგილებში, სადაც კონცენტრირებული იყო რუსების პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკა და მისი საზენიტო-სარაკეტო სისტემების ორ პოზიცია.
ამავე დროს, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაბომბეს ოთხი სამეთაურო პუნქტი, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილი და საბრძოლო მასალის საცავი.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 23 ნოემბერს უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ზელენი იარში დამპყრობლების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს შეუტიეს. რუსების ზარალი ორი სატვირთო მანქანა, 15-ზე მეტი დაჭრილი და 20 დაღუპული სამხედროა.