უკრაინელი ჟურნალისტი: საუკეთესო დიპლომატია იარაღით დატვირთული ბრიტანული თვითმფრინავებია

 

ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის შესაძლო დაპირისპირების ფონზე, ზედიზედ მეორე დღეა აგრძელებს უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდებას. ამის შესახებ ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი, ანდრეი ცაპლიენკო საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე წერს.

"ვიდრე ოფიციალური კიევი და ვაშინგტონი პუტინის უკრაინაში შეჭრაზე აბსოლუტურად საპირისპირო პორგნოზებს აკეთებენ, ბრიტანული თვითმფრინავები ზედიზედ მეორე დღეა აგრძელებენ უკრაინაში თანამედროვე იარღის ჩამოტანას. ჩუმად. კრემლთან დაპირისპირებაში ძალა - საუკეთესო დიპლომატიაა." - წერს ცაპლიენკო.

გარდა ამისა, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ბრიტანელებს ისტორიული მეხსიერების პრობლემა არ აქვთ და მათ არ სურთ მეორე მსოფლიო ომის შეცდომების გამეორება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთი უახლოეს მომავალში უკრაინას ანტი-სატანკო შეიარაღებას გადასცემს.

კრემლმა ბრიტანეთის განცხადებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების განზრახვის შესახებ "უკიდურესად სახიფათო" უწოდა.

 

მსგავსი სიახლეები