უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი იქნება

ვოლოდიმირ ზელინსკის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. 

ოლექსეი რეზნიკოვის ნაცვლად, პრეზიდენტს სურვილი აქვს, რომ თავდაცვის უწყებას რუსტამ უმაროვმა უხელმძღვანელოს. 

"ოლექსი რეზნიკოვი 550 დღეა რაც ომშია... მიმაჩნია, რომ თავდაცვის უწყებას ახალი მიდგომები ესაჭიროება,"- აღნიშნა ზელენსკიმ, 3 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში. 

უკრაინული მედიის თანახმად, 57 წლის ოლექსი რეზნიკოვმა, შესაძლოა ლონდონში, უკრაინის ელჩის სტატუსით გადაინაცვლოს. ომის დაწყების შემდეგ, რამდენიმეჯერ იყო საუბარო, რომ მისი შეცვლა იგეგმებოდა, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კონტექსტში. 

მიუხედავად იმისა, რომ თავად რეზნიკოვი, კორუფციულ შემთხვევებში შემჩნეული არ არის, მისი სამინისტრო, რამდენიმეჯერ გაეხვა კორუფციულ სკანდალებში. 

ომის დაწყების შემდეგ, ოლექსი რეზნიკოვი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მინისტრი იყო, რომელიც ხშირად ესწრებოდა საგარეო შეხვედრებს და დასავლელ პარტნიორებისგან საჭირო იარაღის მიღებას აქტიურად ლობირებდა. 

რაც შეეხება რუსტამ უმაროვს, 2019 წელს რადას დეპუტატი პარტია "ჰოლოსიდან" გახდა, ხოლო მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო ქონების სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც ამ დრომდე ხელმძღვანელობდა. 

წარმოშვებით ყირიმელი თათარი პოლიტიკოსი, აქტიურად საქმიანობს საგარეო მიმართულებითაც, იგი ყირიმის პლათფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელია. გარდა ამისა, დაკავებულია ყირიმელი თათრების ინტერსებისა და უფლებების დაცვით. 

სამთავრობო ცვლილების განხორციელებას, უკრაინის პარლამენტის ნებართვა სჭირდება. სავარაუდოდ, რადა, პრეზიდენტის ინიციატივაზე 4 სექტემბერს იმსჯელებს. 

 

მსგავსი სიახლეები