უკრაინის ავიაცია: რუსების თვითმფრინავებმა ბელარუსულ დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს
უკრაინის საავიაციო სარდლობის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, 10 მარტს რუსულმა თვითმფრინავებმა ბელარუსულ დასახლება კოპანის ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც უკრაინული მხარე იუწყება, კიევის დროით 14:30-ზე მიღებული ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავები ბელარუსში მდებარე დუბროვიცას აეროდრომიდან აფრინდნენ, უკრაინის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ, შემდეგ უკან გაბრუნდნენ და ბელარუსის დასახლება კოპანის ცეცხლი გაუხსნეს.
უკრანული მხარე მომხდარს რუსეთის მიერ გამიზნულ პროვოკაციას უწოდებს.
"მათი მიზანია, ბელარუსის საჰაერო ძალები უკრაინასთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩაითრიონ", - ნათქვამია უკრაინის საავიაციო სარდლობის განცხადებაში.