უკრაინის დაზვერვამ ევროპაში ФСБ-ს სავარაუდო აგენტების სია გამოაქვეყნა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უწყებამ ევროპაში მომუშავე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) აგენტების სავარაუდო სია გამოაქვეყნა.

სიაში ФСБ-ს 620 სავარაუდო თანამშრომლის პირადი მონაცემები, ტელეფონის ნომრები, მისამართები და სხვა ინფორმაციაა მოცემული.

ФСБ-ს თანამშრომლების რეგისტრაციის ადგილად ბოლშაია ლუბიანკაა მითითებული, სადაც რუსეთის უშიშროების უწყება მდებარეობს. 

მსგავსი სიახლეები