უკრაინის სამხედრო დაზვერვა: ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება
უკრაინის არმია ხერსონში შედი, ქალაქი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.
ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის [ГУР] მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სახელმწიფო უწყებამ რუს ჯარისკაცებს მიმართა - "ოკუპანტების უკან დახევის მარშრუტები უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშაა. უკრაინის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნებისმიერი მცდელობა ჩანასახშივე განადგურდება. თითოეული რუსული სამხედრო, რომელიც გაწევს წინააღმდეგობას განადგურდება. თქვენ გადარჩენის მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ - დაუყოვნებლივ ჩაბარდეთ ტყვედ".
უკრაინის სამხედრო დაზვერვა ნებაყოფლობით ჩაბარებულ ტყვეებს სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდება.
"ჩვენ ვიცავთ ჟენევის კონვენციას, შესაბამისად ტყვეებს გარანტირებული ექნებათ კვება, სამედიცინო დახმარება და რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროებში გაცვლის უფლება".
კონტექსტი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნით მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან საკუთარი დაჯგუფების გამოყვანის პროცესის დასრულების შესახებ განაცხადა. გენერალ კონავშენკოვის ცნობით, ხერსონიდან გამოყვანილია 30 ათასამდე ჯარისკაცი.
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ქალაქ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
ეს ბრძანება, შოიგუმ, რუსეთის გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების შემდეგ გასცა. სუროვიკინის თქმით, ხერსონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება, შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია.
- უკრაინის არმიის იერიში ხერსონსა და ლუჰანსკში - რას უნდა ველოდოთ
რუსეთის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ჯარების გაყვანა უახლოეს მომავალში დაიწყება.