უკრაინის საპატრიარქოს სინოდმა 25 დეკემბერს საშობაო მსახურება დაუშვა
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, 24 დეკემბერს საშობაო მსახურება დაუშვას. ამის შესახებ ინფორმაციას 18 ოქტომბერს იტყობინება უკრაინის ეკლესიის ვებგვერდი ავრცელებს.
"მივიღეთ No19 გადაწყვეტილება "ქრისტეს შობის პატივსაცემად ღვთისმსახურების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ ახალი იულიუსის კალენდრით, 2022 წლის 25 დეკემბერს", - ნათქვამია განცხადებაში.
"ბევრი თხოვნის და ხანგრძლივი დისკუსიის გათვალისწინებით ეკლესიაში და საზოგადოებაში; კერძოდ, ომის გარემოებებიდან გამომდინარე, საჯარო სივრცეში კალენდარული დავების გამწვავების ფონზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა გადაწყვიტა: სადაც არის ამის სამოძღვრო გარემოებები და დადასტურებულია მორწმუნეთა სურვილი, გამონაკლისის სახით, დასაშვებია საზოგადოების გადაწყვეტილებით, ქრისტეს შობის დღესასწაულის ღვთისმსახურება აღესრულოს 2022 წლის 25 დეკემბერს. შემდგომში ეპარქიის ადმინისტრაციების მეშვეობით კიევის მიტროპოლიაში წერილობითი ინფორმაციის წარდგენა მსგავს მსახურებაში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ამ დღეს ასეთი ღვთისმსახურების მონაწილეები თავისუფლდებიან მარხვის შეზღუდვებისგან.
გრიგორიანული კალენდრის მიხედვით შობა 25 დეკემბერს აღინიშნება, იულიუსის კალენდრით, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიები იყენებენ, 7 იანვარს.