ვარჰეი: უკრაინა და მოლდოვა წარმატებით მიდიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ
ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწიეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მას The Guardian ციტირებს.
ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები კავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებამდე.
ევროკომისრის თქმით, უკრაინამ "მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ახლა მას სჭირდება დევნისა და მსჯავრდებების "სანდო" კანონმდებლობის შექმნა და კორუფციის წინააღმდეგ მდგრადი ბრძოლის უზრუნველყოფა.
მან განაცხადა, რომ უკრაინამ "კარგ პროგრესს" მიაღწია შვიდი რეკომენდაციიდან ორში: სასამართლო სისტემის და მედიის რეფორმა. ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ სამუშაო აქვს "კორუფციასთან, ოლიგარქიზაციასთან, ფულის გათეთრებასთან საბრძოლველად და ეროვნული უმცირესობების დაცვაში განათლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში."
თავის მხრივ, მოლდოვამ ცხრა რეკომენდაციიდან სამი უკვე შეასრულა. მათ შორის სასამართლო რეფორმა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებაში და ადამიანების უფლებების დაცვა.
შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ჯესიკა როსვალმა ევროკავშირის მინისტრების ამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციიდან სრულად ორი შეასრულა.