WSJ-ის ჟურნალისტს რუსეთში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
Wall Street Journal-ის ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს "ჯაშუშობისთვის" რუსეთის სასამართომ 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ვერდიქტის მიხედვით სასჯელი გერშკოვიჩმა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს.
რუსეთის პროკურატურის ცნობით, გერშკოვიჩი ამერიკული მხარის დავალებით ცდილობდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების მოპოვებას ერთ-ერთი სამხედრო-ინდუსტრიული საწარმოს საქმიანობის შესახებ. გერშკოვიჩი ბრალს არ აღიარებს.
კონტექსტი
გერშკოვიჩი 2023 წლის მარტში ეკატერინბურგში დააკავეს - ეს ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტის დაპატიმრების პირველი შემთხვევა იყო.
ცნობილია, რომ რუსეთი და ამერიკა გერშკოვიჩის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა არ გამორიცხა გერშკოვიჩის გაცვლა, იმ შემთხვევაში თუ ამერიკელები შემხვედრ წინადადებას გააკეთებდნენ. ამ კონტექსტში ვლადიმირ პუტინმა, ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის დაპატიმრებული რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, ვადიმ კრასიკოვი ახსენა.
პუტინმა განაცხადა, რომ ხანგოშვილის მკვლელობისას კრასიკოვი "პატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარე მოქმედება", ხოლო ქონდა თუ არა მას დავალება რუსეთის სახელმწიფო სამსახურებიდან ეს სხვა განხილვის თემა იყო.