ყაზახეთში რუსი სამხედროების შესვლა დაიწყო

 

როგორც რია ნოვოსტი იტყობინება, ყაზახეთში რუსული სამხედრო ნაწილების შესვლა დაიწყო. დახმარების თხოვნით, ქვეყნის პრეზიდენტმა რუსეთს და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) სხვა წევრებს გუშინ მიმართა

აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, რუსი სამხედროების ტრანსპორტირება საავიაციო გზით, რუსეთის საჰაერო-კოსმიური ძალების თვითმფრინავებით მიმდინარეობს. 

ყაზახეთის ლიდერის თხოვნას, მოსკოვის გარდა, ყირგიზეთშიც გამოეხმაურნენ და დახმარებისთვის მზაობა განაცხადეს.  

რუსი ჯარისკაცების ყაზახეთში შესვლა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის წევრებიც რუსეთთან ერთად სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთია. 

 

მსგავსი სიახლეები