ზალუჟნი: ხერსონის მიმართულებით ერთ დღეში 12 დასახლებული პუნქტი დავიბრუნეთ
1 ოქტომბრიდან, უკრაინულმა ჯარებმა, ხერსონის მიმართულებით, კონტროლი 41 დასახლებულ პუნქტზე აღადგინეს.
ეს ინფორმაცია, Telegram-ზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
ზალუჟნის თქმით, ხერსონის მიმართულებით, 1 ოქტომბრიდან, უკრაინის ჯარების წინსვლა მტრის თავდაცვის სიღრმეში 36.5 კმ-მდეა, ხოლო დაბრუნებული ტერიტორიის საერთო ფართობი 1381 კმ²-ს აღწევს.
მისი თქმით, მხოლოდ წინა დღის განმავლობაში, პეტროპავლოვკა-ნოვორაისკის მიმართულებით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს 7 კმ-იანი წინსვლა ჰქონდათ, კონტროლი მოიპოვეს 6 დასახლებულ პუნქტზე და უკრაინას 107 კმ²-მდე ტერიტორია დაუბრუნეს.
"პერვომაისკოე-ხერსონის მიმართულებით ჩვენ 7 კმ-ით წინ წავიწიეთ, კონტროლი ავიღეთ ექვს დასახლებულ პუნქტზე, გათავისუფლებული მიწის ფართობი 157 კმ²-ია", - დასძინა ზალუჟნიმ.