ზალუჟნი: რუსებმა დილით 69 რაკეტა გაისროლეს, 54 ჩამოვაგდეთ
29 დეკემბერს დილით, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. წინასწარი სტატისტიკა Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ გამოაქვეყნა.
"მტერი აგრძელებს სარაკეტო ტერორს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - წერს ზალუჟნი.
მისი თქმით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმისთვის რუსებმა საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტები, ასევე S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემების მართვადი რაკეტები გამოიყენეს.
"წინასწარი მონაცემებით, სარაკეტო დარტყმისას სულ 69 რაკეტა გამოიყენეს. მტრის 54 ფრთოსანი რაკეტა განადგურდა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
კონტექსტი
29 დეკემბერს დილით უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კიევში, სუმის, ნიკოლაევის, ოდესისა და ჟიტომირის რეგიონებში საჰერო თავდაცვა მუშაობდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა სხვადასხვა მიმართულებით სტრატეგიული ბომბდამშენებიდან და გემებიდან განხორციელდა.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დილით უკრაინელმა სამხედროებმა კიევის თავზე 16 რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.