ზელენსკი: აღმოსავლეთ უკრაინაში ლიმანის მახლობლად სოფელი იამპოლი გავათავისუფლეთ
უკრაინელი სამხედროები დონეცკის რეგიონში ლიმანის მიმართულებით წინ მიიწევენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 სექტემბერს საღამოს გამოსვლაში ისაუბრა, რომელიც Telegram-ზე გამოქვეყნდა.
"ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. ამის შესახებ საკმარისი საჯარო ინფორმაციაა. ყველას მოისმინა, რა ხდება ლიმანში, დონეცკის რეგიონში. ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ მებრძოლებს "ჩვენი თავდაცვის გეგმის ამ ელემენტის" განხორციელებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-10 სამთო-მოიერიშე ბრიგადის და 54-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცების მოქმედება სევერსკისა და ბახმუტის მიმართულებით, ასევე 214-ე ცალკეული მსროლელი ბატალიონის, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და 103-ე ცალკეული ბრიგადის სამხედროების სიმამაცე იამპოლის განთავისუფლებისთვის.
იამპოლი ქალაქ ლიმანიდან დაახლოებით 17 კილომეტრში მდებარეობს.
უკანასკნელი ცნობებით უკრაინელ სამხედროებს ქალაქი ლიმანი ალყაში ჰყავთ და იქ სხვადასხვა ცნობებით 2000-დან 5000-მდე რუსი სამხედრო იმყოფება.