ზელენსკი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ლავროვის სკანდალურ განცხადებებზე ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 4 მაისის საღამოს Twitter-ზე დაწერა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს ესაუბრა.

"მე მას და ისრაელის ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცე. ვაცნობე აგრესორის მოგერიების პროცესის მიმდინარეობაზე და მარიუპოლში არსებული კრიტიკული სიტუაციის შესახებ", - წერს ზელენსკი.

ფეისბუქ-მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ბენეტთან განიხილა სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის [სერგეი ლავროვის] სკანდალური და სრულიად მიუღებელი განცხადებები, რამაც მთელი მსოფლიო აღაშფოთა".

რამდენიმე დღის წინ ისრაელსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ისრაელმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 1 მაისს გაკეთებული კომენტარებისთვის. მისი თქმით, "ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა" და "ყველაზე ცუდი ანტისემიტები ებრაელები არიან". ლავროვმა ეს განცხადება იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა, როდესაც ცდილობდა რუსული ნარატივი გაემართლებინა, რომ უკრაინაში ინტერვენცია"დენაციფიკაციის" მიზნით დაიწყო.

საპასუხოდ ისრაელში რუსეთის ელჩი ისრაელში ანატოლი ვიქტოროვი ორშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ლაპიდმა თქვა, რომ რუსეთის ელჩს "მკაცრი საუბარი" ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, "რადგან მიუტევებელია, ჰოლოკოსტში ებრაელების დადანაშაულება მიუტევებელია.

 

მსგავსი სიახლეები