ზელენსკი: ხარკოვის რეგიონში 450-ზე მეტი დასახლება გავათავისუფლეთ, ოპერაცია გრძელდება
ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან 450-ზე მეტი დასახლება უკვე გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ოქტომბერს განაცხადა.
"ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნორმალური ცხოვრება დაბრუნდეს. მთლიანობაში ეს არის 450-ზე მეტი დასახლება მხოლოდ ხარკოვის რეგიონში - ისინი, რომლებიც განთავისუფლდნენ სექტემბერში დაწყებული თავდაცვის ოპერაციის წყალობით და ეს გრძელდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ტრანსპორტის, ფოსტის, პოლიციის, წყლის, გაზის, ელექტროენერგიის მიწოდება "შეძლებისდაგვარად" განახლდება.
"ოკუპანტების შემდეგ იყო ბევრი დანაღმული ტერიტორია, განადგურდა თითქმის მთელი ინფრასტრუქტურა. ზიანი კოლოსალურია. მაგრამ სიცოცხლე ბრუნდება - ბრუნდება ყველგან, საიდანაც ოკუპანტები გავაძევეთ", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
მისივე თქმით, ამ ტერიტორიებზე სოციალური დახმარებები, პენსიები და ხელფასები გაიცემა.