ზელენსკი: მადლობას ვუხდი ბორის ჯონსონს და დიდ ბრიტანეთს
ვოლოდიმირ ზელინსკიმ საკუთარ ფეისბუქზე ახალ მიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის წლისთავს ეძღვნებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვაში სხვა საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის იყო ვაჭრობის გამარტივების პროცედურები დიდ ბრიტანეთში.
"მადლობელი ვარ დიდი ბრიტანეთის და პერსონალურად მათი პრემიერ-მინისტრი - ბორის ჯონსონის, სავაჭრო ურთიერთობების ლიბერალიზაციაზე, მისი პოზიტიური პასუხისთვის. ამ მომენტში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის" - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა ყველა შეზღუდვა და კვოტა მოხსნა უკრაინული საქონელის იმპორტზე, რაც მათ უამრავი სამსახურის შენარჩნების საშუალებას მისცემს.
ზელენსკიმ მადლობა სხვა პარტნიორებსაც გადაუხადა, ოღონდ ქვეყნები ან ლიდერები აღარ დაუკონკრეტებია.