ზელენსკი: ომი რუსეთის წინააღმდეგ ძალიან ჰგავს ბრიტანელების ნაცისტებთან ბრძოლას

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარი ქვეყნის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრიტანელების მიერ ნაცისტების მოგერიებას შეადარა.

"ჩვენ დანებებას და დამარცხებას არ ვაპირებთ. უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს", - განაცხადა ზელენსკიმ

მიმართვის დროს, მან ჩერჩილის ცნობილი გამოსვლის სტილში აღნიშნა, რომ უკრაინელები "ყველგან ბრძოლას" აპირებენ და ბრიტანელებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, თემთა პალატაში ბორის ჯონსონი გამოვიდა, სადაც მან საზოგადოებას რუსული ნავთობის იმპორტის სრული აკრძალვის შესახებ შეატყობინა. 

ჯონსონის თქმით, მეტი დეტალი, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები