ზელენსკი პარტნიორებს F-16-ებზე ესაუბრა: ბედნიერების დღე იყო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებისგან თანამედროვე მრავალფუნქციური გამანადგურებლების, F-16-ების "ძლიერ რაოდენობას" მიიღებს.
ამის შესახებ მან 6 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს ჩვენი ბოლო მნიშვნელოვანი შეხვედრა (იყო) მოლდოვაში, სადაც მე მქონდა დახურული შეხვედრა იმ ქვეყნებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ F-16-ებს გადმოგვცემენ. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ერთობლივი შეთანხმება შეერთებულ შტატებთან." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დეტალებს ვერ ასახელებს, კერძოდ, გამანადგურებლების რაოდენობასთან დაკავშირებით, მაგრამ დარწმუნებულია, რომ უკრაინა თვითმფრინავების "ძლიერ რაოდენობას" მიიღებს.
"მე უბრალოდ ბედნიერების დღე მქონდა, რადგან ხანდახან, მოგეხსენებათ, რაღაცაზე მოლაპარაკება საჭიროა თითო, ორ (თვითმფრინავზე) ერთდროულად, მაგრამ აქ იყო სერიოზული, ძლიერი წინადადება. მნიშვნელოვანია, რომ ეს კოალიცია ქაღალდზე შეთანხმდეს რამშტაინზე ან სხვა პლატფორმაზე, ღმერთმა ქნას, რომ მასზე დავამტკიცოთ და შემდეგ დაიწყება მთელი ინფრასტრუქტურის მომზადება და ეს სწრაფად არ მოხდება." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავე დროს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებს ესმის რა ინფრასტრუქტურა სჭირდება F-16-ებს და საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა "იცის სად და რა უნდა გააკეთოს."