ზელენსკი: წლის ბოლომდე ომის დასრულების დეტალურ და გასაგებ გეგმას წარმოვადგენთ
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია ამზადებს ომის დასრულების დეტალურ გეგმას და პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვენიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მშვიდობის სამიტი ცოტა ხნის წინ დასრულდა და ჩვენ ამ დროისთვის 3 გეგმაზე ვმუშაობთ: ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და გაცვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებს მალე გადავჭრით. უკიდურეს შემთხვევაში ჩვენ მოვამზადებთ დეტალურ გეგმას, ეს უახლოეს მომავალში მოხდება",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთანავე უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტის დასრულება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ უკრაინაზე. როგორი იქნება გეგმა, ან უკრაინის საწყისი მოლაპარაკებების პოზიცია პრეზიდენტს ამაზე არაფერი უთქვამს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმოვადგინოთ ომის დასრულების გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერს ქვეყნების უმრავლესობა. ეს არის დიპლომატიური გამოსავალი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ.