ზელენსკი: თუ უკრაინა დაეცა, რუსეთი არ გაჩერდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უნგრეთი შესაძლოა იმ ქვეყნებს შორის იყოს, რომლებსაც რუსული აგრესია ემუქრება. ამის შესახებ მან 4 მაისს Wall Street Journal-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სამიტის მონაწილეებთან საუბრისას განაცხადა.

ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის შესახებ კითხვაზე ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს რეპარაციები. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა იბრძვის დემოკრატიული სამყაროს ღირებულებებისთვის.

„და ღმერთმა ქნას, რომ ასე არ აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ასეა. თუ ჩვენ არ ვართ ძლიერები, ეს მე ვუთხარი ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებმა, ჩვენმა უახლოესმა მეზობლებმა, მიიღეს ეს სიგნალები: თუ უკრაინა დაეცემა, რუსეთი უფრო შორს წავა, ის არ გაჩერდება. ეს ნათლად უნდა გავიგოთ. მას დიდი მადა აქცს, დიდი მტაცებელი ცხოველის, მხეცის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ის თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლება ოცნებობს „გარკვეული ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომლებიც, მათი აზრით, მათ გავლენის სფეროს ეკუთვნოდა“.

„და საბჭოთა კავშირის დროს ასე იყო, მათ ჰქონდათ ეს დიდი გავლენა, ამიტომ არ გაჩერდებიან. ისინი უფრო შორს წავლენ: პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი. ასევე იქნება უნგრეთი, რომელიც დღეს თბილ ურთიერთობაშია რუსეთის ფედერაციასთან. მათ უბრალოდ არ ესმით, რომ ძალიან თბილი ურთიერთობა გახდება ძალიან ცხელი და ეს ურთიერთობები დაიწვება. ასე იყო ჩვენთანაც“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები