ზღუდავს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებას - ო'ბრაიენი ანტი-ლგბტ კანონზე

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოში 17 სექტემბერს მიღებული "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის ხელმოწერას გამოეხმაურა. ო'ბრაიენის შეფასებით, ეს ნაბიჯი საქართველოს ევროპისგან კიდევ უფრო დააშორებს.

"შეშფოთებული ვარ იმ კანონმდებლობის ხელმოწერის გამო, რომელიც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და საქართველოს ევროპისგან აშორებს. აშშ ყოველთვის დაიცავს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებას". - დაწერა ო'ბრაიენმა თავის X-ზე".

3 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის მიერ 17 სექტემბერს მიღებულ, ანტი-ლგბტ კანონთა პაკეტს ხელი მოაწერა. 

კანონპროექტს ხელი არ მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა მას ვეტოს უფლება არ გამოუყენებია, ამიტომ დოკუმენტი გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა.

მსგავსი სიახლეები