ზურაბიშვილი: ორშაბათიდან ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორშაბათიდან ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებთან  ორბელიანების სასახლეში კონსულტაციებს დაიწყებს პრემიერობის კანდიდატსა და მინისტრთა კაბინეტის კანდიდატებთან დაკავშირებით - ამის შესახებ ზურაბიშვილმა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ისაუბრა. 

"ორშაბათს მინდა დავიწყო პარტიებთან შეხვედრები, იმისთვის, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და დავიწყოთ მოლაპარაკებები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით. პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ წარადგინონ მინისტრობის კანდიდატურები. პოლიტიკოსები, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე - არა. [პრემიერობის კანდიდატურა მყავს შერჩეული] ამ ნიშნით - პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი ყველასთვის მისაღები" - ამბობს ზურაბიშვილი. 

პრეზიდენტის თქმით, მის მიერ შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკიური წარსული არ აქვს. ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო სია არჩევნებამდე იქნება წარდგენილი. 

მსგავსი სიახლეები