ზურაბიშვილი: თუ არჩევნებში ხალხი ევროპის მომხრე იქნება, დაგვაბრუნებენ შეჩერებულ გზაზე
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ თუ ქართველი ხალხი არჩევნებში ევროპის მომხრე იქნება, დაგვაბრუნებენ შერჩეულ გზაზე.
"მე მინდოდა სწორედ ამ მომენტში, როცა ვემზადებით არჩევნებისთვის, გამეგო და მეთხოვა მათგან, რომ როცა საქართველოს მოსახლეობა თავისას იტყვის და დაადასტურებს იმას, რაც ადრე თქვა ქუჩაში, მაგრამ ახლა დაადასტურებს საარჩევნო ურნაში, რომ საქართველოს მოსახლეობა რჩება ევროპის მომხრედ, [...] დაგვაბრუნებენ ჩქარა იმ გზაზე, საიდანაც მოგვგლიჯა ოცნებამ. ეს დასტური მივიღე. რომ ის გზა არის შეჩერებული მხოლოდ, ჩვენი გადასაწყვეტი არის, არავინ არაფერში ერევა არჩევნებამდე".