მეტიც, უკრაინსკა პრავდას ცნობით, უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ალასკაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
მთავარი შედეგი კი ის არის, რომ ტრამპს გაუმყარდა რწმენა, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლებელია. როგორც მოსალოდნელი იყო პუტინი არ ყოფილა მოკრძალებული რუსეთის ბირთვული შესაძლებლობებზე საუბრის დროს და ამას მოჰყვა შესაბამისი შედეგი.
ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა უარი თქვა მანამდე გაჟღერებულ საკვანძო მოთხოვნაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველჰყოფას გულისხმობდა - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, საუკეთესო გამოსავალი დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობაა.
დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს წარსულშიც შეხვედრილან, თუმცა არასდროს ასეთი დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ამჯერად ფსონები განუზომლად მაღალია.
საუბრის შედეგად ევროპელი ლიდერები კმაყოფილები დარჩნენ ამერიკელი პრეზიდენტის გეგმით და მიიჩნიეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე პუტინთან შეხვედრისას დონალდ ტრამპის პრიორიტეტი იქნება.
გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მოულოდნელმა დაანონსებამ ევროპელი ლიდერების შფოთვა და ღელვა გამოიწვია, თუმცა ბოლო დღეებში ამერიკული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მოკავშირეებს შორის ურთიერთობები კვლავ დათბა.
ვეტერანი მფრინავებისა და სამხედროების ამ ჯგუფმა, საპროტესტო დემონსტრაცია აპრილშიც გამართა, მაშინაც, მთავარი მოთხოვნა იგივე იყო - მძევლების დაბრუნება, თუნდაც საომარი მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ.