საუბრის შედეგად ევროპელი ლიდერები კმაყოფილები დარჩნენ ამერიკელი პრეზიდენტის გეგმით და მიიჩნიეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე პუტინთან შეხვედრისას დონალდ ტრამპის პრიორიტეტი იქნება.
გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მოულოდნელმა დაანონსებამ ევროპელი ლიდერების შფოთვა და ღელვა გამოიწვია, თუმცა ბოლო დღეებში ამერიკული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მოკავშირეებს შორის ურთიერთობები კვლავ დათბა.
ვეტერანი მფრინავებისა და სამხედროების ამ ჯგუფმა, საპროტესტო დემონსტრაცია აპრილშიც გამართა, მაშინაც, მთავარი მოთხოვნა იგივე იყო - მძევლების დაბრუნება, თუნდაც საომარი მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ.
"ასეთი შედეგი რუსეთისთვის მისაღები გამარჯვება იქნება, რომელსაც დიდი ხანია სურთან მოლაპარაკებების დაწყება უშუალოდ შეერთებულ შტატებთან, უკრაინისა და ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე"- ნათქვამია მასალაში.
ინფორმცაიას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ტრამპის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - წყაროების ცნობით, სატრანსპორტო კორიდორის განვითარებასა და მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლებები შეერთებულ შტატებს ექნება.
პუტინისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრის შესახებ დროის მცირე მონაკვეთში მასალები დროის მცირე მონაკვეთში გამოაქვეყნეს ამერიკული პრესის წამყვანმა გამოცემებმა - ასეთი გეგმის არსებობას ადასტურებენ თეთრი სახლისა და კრემლის პრესსპიკერებიც.