პისტორიუსი გერმანიაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, მერცი კი ბოლოს წინა ადგილზეა - კვლევა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კვლავ რჩება ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად. ამის შესახებ მოწმობს Insa-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელსაც Welt ავრცელებს.

ვითარების არსი: პისტორიუსის რეიტინგი 50.5%-ია, რითაც ინარჩუნებს პირველ ადგილს და უსწრებს "მწვანეების" წარმომადგენელს, ბადენ-ვიუტემბერგის პრემიერ ჯემ ოზდემირს - 41.7%.

  • მესამე ადგილზეა ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის პრემიერ, ქრისტიან-დემოკრატი ჰენდრიკ ვიუსტი და მეოთხეზე ბავარიის კონსერვატორი პრემიერი მარკუს ზიოდერი.
  • გამოკითხვის თანახმად, თავიანთი პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს პარლამენტის სპიკერმა, ქრისტიან-დემოკრატმა იულია კლიოკნერმა, ულტრამემარჯვენე პარტია AFD-ს ლიდერმა ალის ვაიდელმა და მემარცხენე პრორუსმა პოლიტიკოსმა სარა ვაგენკნეხტმა.

ჩაშლილად: კანცლერი ფრიდრიხ მერცის (CDU) მხარდაჭერა კვლავ დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მეთაურმა მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა წინა კვლევასთან შედარებით და მე-20-დან მე-19 ადგილზე გადაინაცვლა, მისი რეიტინგი მხოლოდ 28.6%-ია.

  • გასულ კვირას მერცი პირველად აღმოჩნდა Insa-ს პოლიტიკოსების რეიტინგის ბოლო ადგილზე.
  • რაც შეეხება პარტიების მხარდაჭერას: Insa-ს კვლევით, პირველ ადგილზეა პრო-რუსული, ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" - 27.5%, მას მოსდევს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი 24%-ით, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) - 13.5%, "მწვანეები" - 13% და "მემარცხენეები" - 10.5%.

დიდი სურათი: ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრიდრიხ მერცი ყველაზე არაპოპულარული გახდა 24 დემოკრატიული ქვეყნის ლიდერებს შორის.

  • კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გერმანელების მხოლოდ 15%-ია კმაყოფილი ფრიდრიხ მერცის ფედერალური მთავრობით, რაც ამჟამინდელი კოალიციისთვის ყველაზე ცუდი შედეგია.
  • ირანში ომის დაწყების და ჰორმუზის სრუტეში კრიზისის შემდეგ, გერმანიაში ისედაც გაძვირებული ენერგორესურსების ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რაც ხელისუფლების რეიტინგზე მკვეთრად ნეგატიურად აისახება.

მსგავსი სიახლეები