მოსახლეობით გერმანიის ყველაზე ხალმხმრავალი და მდიდარი, ჩრდილოეთ-რაინ ვესტფალია ქვეყნის ინდუსტრიულ ცენტრად მიიჩნევა, რომელშიც ტრადიციული პარტიების მხარდაჭერა ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე ნარჩუნდება.
ფრიდრიხ მერცის თვითმფრინავი ვაშინგტონში რამდენიმე საათის წინ დაეშვა - ლიდერების შეხვედრა თბილისის დროით დაახლოებით 20 საათზე დაიწყება. კომენტატორების შეფასებით, გერმანელი კანცლერის ვიზიტის მთავარი მისია იქნება "შეინარჩუნოს ამერიკის ჩართულობა ევროპის უსაფრთხოებაში."
ევროპელი ლიდერები ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ პროცესის დაწყებამდე აუცილებელია ცეცხლის სრულად შეწყვეტა.