მერცის თქმით, მოკავშირეების თანხმობის შემთხვევაში უკრაინას Taurus-ებს გადასცემს

გერმანიის მომავალი კანცლერის თქმით, ევროპელი მოკავშირეების თანხმობის შემთხვევაში გერმანია მზად არის უკრაინას Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომელსაც უკრაინა უკვე დიდი ხანია ითხოვს.

State Of Play: ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ამავე საუბარში გერმანიის ლიდერი, ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა, რომელსაც 34 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და ამას სერიოზული სამხედრო დანაშაული უწოდა. 


  • "ჩვენი ევროპელი პარტნიორები უკვე გადასცემენ უკრაინას ფრთოსან რაკეტებს, ამას აკეთებენ ბრიტანელები, ფრანგები და ამერიკელები. ასეთ გადაწყვეტილების კოორდინირებული თანხმობა სჭირდება და ასეთის არსებობის შემთხვევაში გერმანია უნდა ჩაერთოს პროცესში"- ამბობს მერცი. 

  • წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მერცი აქტიურად აკრიტიკებდა კანცლერ, ოლაფ შოლცს რუსეთის მიმართ მეტისმეტად რბილი მიდგომისთვის და არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის უკრაინას Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადასცეს, რომელთა მოქმედების რადიუსიც 500 კილომეტრია. 

Big Picture: ტრამპის მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივების შესახებ დასმულ კითხვაზე მერცმა განაცხადა, რომ პუტინის პასუხი არ იქნება დადებითი სისუსტეზე. 

  • მერცის შეფასებით, ომის დასრულებისთვის აუცილებელია პუტინმა გაიაზროს, რომ მის მიერ წამოწყებული ომი უიმედოა და ვერ დასრულდება წარმატებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს უკრაინის დახმარების გაგრძელებას. 

Context: გასულ კვირას გერმანიის ქრსტიან-დემოკრატიულმა და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა სამთავრობო კოალიციის შეთანხმების შესახებ გამოაცხადეს. მთავრობის დამტკიცებას ბუნდესტაგი მიმდინარე კვირას შეეცდება. 

 

მსგავსი სიახლეები