გერმანელმა ქრისტიან-დემოკრატებმა და სოციალ-დემოკრატებმა კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიეს

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ადგილზე გასულმა "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" კოალიციურ შეთანხმებას მიღწია "სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან."

State Of Play: მოლაპარაკებები თითქმის ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ თავიდანვე გამორიცხა მეორე ადგილზე გასულ ულტრამემარჯვენე პარტია AfD-სთან თანამშრომლობა. 

  • ბუნდესტაგში ბავარიული "ქრისტიან-სოციალური კავშირის" (CSU) საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრ დობრინდტმა განაცხადა, რომ ფრიდრიხ მერცს, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში აირჩევენ გერმანიის მომავალ კანცლერად.
  • შეთანხმებაში ასახულია ფრიდრიხ მერცის რამდენიმე საარჩევნო დაპირება, მათ შორის, ზეგანაკვეთური სამუშაოს გადასახადებისგან გათავისუფლება, მიწოდების ჯაჭვის რეგულაციების გაუქმება და "მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის ცვლილება."

Big Picture: გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 60 წლის განმავლობაში პირველად, საგარეო საქმეთა მინისტრი "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" წევრი იქნება.

  • სოციალ-დემოკრატები (SPD) ფინანსთა, თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროების მართვას ჩაიბარებენ, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო CDU/CSU-ს ბლოკის კონტროლის ქვეშ იქნება.
  • კოალიციური შეთანხმება პარტიის ლიდერებმა, ფრიდრიხ მერცმა, ლარს კლინგბეილმა და მარკუს ზოდერმა დღეს უნდა წარუდგინონ საზოგადოებას.
  • მოგვიანებით კი შეთანხმება სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა კენჭისყრაზე უნდა დაამტკიცონ.  

Context: კოალიციური მოლაპარაკებების პარალელურად, Ipsos-მა საზოგადოებრივი აზრის კველვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ს ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს - 25%, ქრისტიან-დემოკრატები კი მეორე ადგილზე არიან - 24%.

  • სოციალ-დემოკრატებს კი მხარი გამოკითხულთა მხოლოდ 15%-მა დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები