მერცი: ზოგიერთ ამერიკელ კანონმდებელს რუსეთის გადაიარაღების მასშტაბები არ ესმის

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ ამერიკელ კანონმდებელს არ ესმის რუსეთის გადაიარაღების კამპანიის მასშტაბები.

State Of Play: ბერლინში, ოჯახურ მეწარმეთა ასოციაციის ღონისძიებაზე მერცმა განაცხადა: "მე შევხვდი რამდენიმე სენატორს კაპიტოლიუმში და ვთხოვე, ყურადღება მიექციათ რუსეთის გადაიარაღებისთვის."

  • "მათ აშკარად წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება ახლა იქ," - თქვა მან სენატორების დასახელების გარეშე.
  • 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა თავდაცვის ინდუსტრია 24-საათიან მუშაობაზე გადაიყვანა და შეიარაღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იღებს.
  • სწორედ ამიტომ ევროპელი მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ მოსკოვი შესაძლოა მალე ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ემზადება.

Big Picture: მერცი ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდა და მისი დარწმუნება სცადა მხარი დაეჭირა უკრაინისთვის და ნატოსთვის.

  • მერცმა განაცხადა, რომ ტრამპის სიტყვებმა დაამშვიდა, განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტის "კატეგორიულმა უარმა" კითხვაზე, გეგმავს თუ არა შეერთებული შტატები ნატოდან გასვლას.
  • მერცმა მხარი დაუჭირა ტრამპის მოთხოვნას, რომ ნატოს წევრებმა აიღონ ვალდებულება, მომავალში თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-მდე გაზარდონ. ტრამპი ხუთშაბათს მიესალმა ამ დაპირებას და მერცს განუცხადა, რომ აშშ-ის ჯარები გერმანიაში დარჩებიან.
  • "მოგვწონს თუ არა ეს, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიქნებით დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე." - აღნიშნა მერცმა.

Сontext: ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, მერცმა ასევე ისაუბრა გერმანიისა და შეერთებული შტატების საერთო პასუხისმგებლობაზე რუსეთზე მეტი ზეწოლის მიმართულებით.

  • საერთო ჯამში, მერცმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თავისი პირველი ვიზიტი დადებითად შეაფასა.

მსგავსი სიახლეები