უკრაინული დარტყმების ფონზე რუსეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტი 17%-ით შემცირდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე გახშირებული დარტყმების ფონზე სექტემბერში რუსეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტი 17%-ით შემცირდა. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს

  • ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების ექსპორტი შავი ზღვის პორტებიდან შემცირდა - აქ აგვისტოსთან შედარებით კლება საშუალოდ 23-24%-ს შეადგენს. 

  • დაახლოებით 15-16%-ით არის შემცირებული ექსპორტი ბალტიის ზღვის პორტებიდან. 

  • ყველაზე ნაკლებად უკრაინული დატყმები შორეული აღმოსავლეთში მდებარე პორტებს შეეხო, სადაც კლება დაახლოებით 2%-ის ფარგლებშია. 


  • ამავდროულად მასალაში აღნიშნულია, რომ იმავე პერიოდში 25%-ით გაიზარდა ნედლი ნავთობის ექსპორტი.

კონტექსტი: გახშირებული დარტყმების ფონზე რუსეთის ათეულობით რეგიონში, განსაკუთრებით კი ფრონტის მახლობელ რეგიონებში ბენზინის სერიოზული დეფიციტი წარმოიქმნა. 

  • აგვისტოშივე რუსეთის მთავრობამ წლის ბოლომდე აკრძალა ბენზინის ექსპორტი, ასევე აიკრძალა დიზელის საწვავის გაყიდვა. 

მსგავსი სიახლეები