მერცი: თეთრ სახლში მომხდარი კონფლიქტი აშშ-ის მიზანმიმართული პროვოკაცია იყო

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი და მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს თეთრ სახლში სკანდალი განზრახ გამოიწვია ამერიკულმა მხარემ.
მერცის თქმით, მან რამდენჯერმე უყურა ტრამპ-ზელენსკის შეხვედრის კადრებს ოვალურ კაბინეტში.
"ჩემი აზრით, ოვალურ კაბინეტში ამ შეხვედრაზე ზელენსკის განცხადებებზე გაკეთებული რეაქცია, სპონტანური არ ყოფილა. ცხადია, მოხდა მიზანმიმართული ესკალაცია. როგორც წესი, ეს პრესს შეხვედრები მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება, თუმცა პარასკევს, ყველაფერი სხვაგვარად იყო," - თქვა მერცმა.
მან აღნიშნა, რომ "ის საკმაოდ გაკვირვებული იყო, მათ შორის, დიალოგის ორმხრივი ტონით."
მერცმა განაცხადა, რომ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირება, ჯდება აშშ-ის მთავრობის ამჟამინდელ ქცევაში.
"არის გარკვეული თანმიმდევრობა რიგ მოვლენებში ბოლო კვირებში და თვეებში, მათ შორის ამერიკის დელეგაციის გამოჩენა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელსაც ახლა ვაშინგტონიდან ვაკვირდებით," - თქვა გერმანიის მომავალმა კანცლერმა.
მერცმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის გამოფხიზლების ზარი ევროპელებისთვის.
" ბევრად მეტია გასაკეთებლად საკუთარი თავის დასაცავად," - განაცხადა მერცმა.
ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს მცდელობებს, რომლის მიზანსაც "ამერიკელების ევროპაში შესანარჩუნება" წარმოადგენს. მერცმა აზრით, აშშ ასევე დაინტერესებულია ამით.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თეთრი სახლი 28 თებერვალს, დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან კამათის შემდეგ დატოვა.
საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა "უგულებელყო" შეერთებული შტატები და ვოლოდიმირ ზელენსკი "არ არის მზად მშვიდობისთვის."